weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

17 ივნისს ყვარლის ტბაზე ნახევარმარათონი გაიმართება

13:38 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

17 ივნისს ყვარლის ტბა ვეტერან სპორტსმენებს შორის ნახევარმარათონს უმასპინძლებს. გარბენში მონაწილეობას მამაკაცები (35 წელს ზემოთ) და ქალბატონები (30 წელს ზემოთ) მიიღებენ.

მარათონი, რომელიც სტარტს 10:00 საათზე აიღებს, 21.100 კმ დისტანციაზე გაიმართება.

ნახევარმარათონში მონაწილეობას 60-მდე ქართველი და უცხოელი მორბენალი მიიღებს. მონაწილეები ფინიშის ხაზთან მიიღებენ ფინიშერის მედალს. აბსოლუტური გამარვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საპრიზო ფონდი 6 250 ლარია. გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან:

  • I კატეგორია: მამაკაცები 35-დან 45 წლამდე
  • II კატეგორია: მამაკაცები 45-დან 55 წლამდე
  • III კატეგორია: მამაკაცები 55-დან 65 წლამდე
  • IV კატეგორია: მამაკაცები 65+
  • V კატეგორია: ქალები 30+

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]