weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თელავის“ უგოლო მატჩი და მე-5 ადგილი

10:29 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის მატჩი „თელავმა“ სტუმრად თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „შევარდენთან“ გამართა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ტაიმის მიწურულს თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძემ პენალტი მოიგერია.

თელავის საფეხბურთო კლუბს ამ მომენტისთვის 22 ქულა აქვს და ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

მორიგ, მე-16 ტურის შეხვედრას „თელავი“ 24 ივნისს გამართავს და საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, რომელიც პირველ წრეში სტუმრად დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]