weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხორვატიამ არგენტინა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

10:39 პარასკევი, 22 ივნისი 2018

მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო პირველობის მეორე ტურში ერთ-ერთი პრინციპული მატჩი ნიჟნი ნოვგოროდში შედგა. D ჯგუფში განთესილი არგენტინა თითქმის გადამწყვეტ შეხვედრას ატარებდა შესანიშნავ ფორმაში მყოფ ხორვატიასთან. პრობლემების მქონე „ალბისელესტეს“, რომელსაც ფრეც აძლევდა ხელს, რათა მერვედფინალის საგზურისთვის ებრძოლა, ხორვატიამ შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

არგენტინელებმა და მათმა ლიდერმა ლიონელ მესიმ პირველი ტურის მსგავსად კვლავ ვერ გამოასწორეს თამაშის ხარისხი. ხორხე სამპაოლიმ ისლანდიასთან მატჩიდან ცვლილებები კი მოახდინა, თუმცა ძირეული ვერაფერი შეცვალა. არგენტინელთა თავკაცს ჯერ კიდევ ვერ მიუგნია ოპტიმალური შემადგენლობისთვის. ხორვატები სახელოვან მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯობდნენ და ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი მაშინ მოიგებდნენ შეხვედრას, როგორც კი ამას მოისურვებდნენ. ეს ყველაფერი კი მეორე ტაიმში მოხდა, ჯერ არგენტინელთა მეკარე ვილფრედო კაბალიერომ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, რითაც ანტე რებიჩმა ისარგებლა და გოლკიპერი უმალ დასაჯა, შემდეგ ლუკა მოდრიჩმა უზუსტესი და უძლიერესი დარტყმით აიღო სამხრეთ ამერიკელთა კარი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი არგენტინელთა ამაზრზენად მოთამაშე დაცვა ივან რაკიტიჩმა მესამე გოლით დასაჯა. ზლატკო დალიჩის გაწვრთნილმა ხორვატიამ მერვედფინალის საგზური გაინაღდა, არგენტინის ნაკრები კი უმძიმეს დღეშია, რადგან ქვეჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში ნიგერიის ნაკრების რაც შეიძლება დიდი ანგარიშით დამარცხება მართებთ, ამავდროულად კი ისლანდიისა და ხორვატიის ნაკრებებზეა დამოკიდებული.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]