weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორელი მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონი გახდა

11:27 პარასკევი, 22 ივნისი 2018

ლიხტენშტაინის ქალაქ შაანში გამართულ ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, საქართველოს ნაკრების გუნდმა წარმატებით იასპარეზა. ქართველმა მძლეოსნებმა ჯამში 6 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ბირთვის კვრაში ევროპის მცირე ქვეყანათა ჩემპიონი გორელი გიორგი მუჯარაძე გახდა.

ევროპის პირად და გუნდურ ჩემპიონატზე 17 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - ბირთვი მან 19 მეტრსა და 52 სანტიმეტრზე გადააგდო.

მუჯარიძე გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის წარომადგენელია. მძლეოსნობაში ვარჯიში მას გივი იაზრბარიანმა დააწყებინა, პირველი წარმატებებიც მისი ხელმძღვანელობით აქვს მოპოვებული. ამჟამად გორელ მძლეოსანს ეროვნულ ნაკრებში დავით მანთიძე წვრთნის.

ქართველ მძლეოსანთა შედეგებიევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე ასეთია:

ბირთვის კვრა - მამაკაცები: 1 ადგილი - გიორგი მუჯარიძე 19.52 მ.

3000 მეტრის რბენა - ქალები: 1 ადგილი - ვალერია ჟანდაროვა 9:13:20 წმ.

სიგრძეზე ხტომა - მამაკაცები: მე-2 ადგილი - ლაშა ღულელაური 7.67 მ.

ბირთვის კვრა - ქალები: მე-2 ადგილი - სოფო შათირიშვილი 14.56 მ; მე-3 ადგილი - სალომე რიგიშვილი 14.27 მ.

100 მეტრის რბენა - მამაკაცები: მე-3 ადგილი - ბაჩანა ხორავა 10.74 წმ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]