weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოს სფფ-ს ესტუმრა

10:23 შაბათი, 23 ივნისი 2018

22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, გრეგ კლარკსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯენ ბეიტმენს უმასპინძლეს. შეხვედრის მთავარი თემა არსებული გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ინგლისი საფეხბურთო ასოციაცია, რომელიც პლანეტის უძველესი საფეხბურთო კავშირია, წარმატებით თანამშრომლობენ ახალი პროექტის - „მოხალისეთა ლიდერობის“ ფარგლებში, რომელიც მოხალისეთა გადამზადებასა და მათი შემდგომი ჩართულობის ზრდას ისახავს მიზნად.

აღნიშნული პროგრამის პირველი ინტერაქტიული სემინარი თბილისში უკვე ჩატარდა. იგი სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით წარიმართა. პროგრამისათვის შერჩეულმა 10-მა მოხალისემ გადამზადების კურსი თბილისში გაიარა, ხოლო საუკეთესო მონაწილეები აგვისტოს თვეში, რამდენიმე დღით ინგლისში გაემგზავრებიან, სადაც ფეხბურთის ასოციაციის ბაზაზე, სენტ ჯეიმს გარდენზე გაივლიან სტაჟირებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]