weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შვეიცარიის ნაკრების წევრებმა სერბეთთან გატანილი გოლები პოლიტიკური ჟესტით აღნიშნეს

11:41 შაბათი, 23 ივნისი 2018

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფის პრინციპულ შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთი და შვეიცარია დაუპირისპირდნენ, რომელიც შვეიცარიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. „ნეიტრალთა“ მხრიდან ორივე გოლი წარმოშობით კოსოვოელმა ალბანელებმა, გრანიტ ჯაკამ და ჯერდან შაჩირიმ გაიტანეს და გოლის აღნიშვნისას ხელების ჟესტით ალბანეთის ეროვნულ სიმბოლო არწივზე მიანიშნეს - არწივი ალბანეთის სახელმწიფო დროშასა და გერბზეა გამოსახული.

სერბეთის ნაკრები ალექსანდარ მიტროვიჩის ადრეული გოლით დაწინაურდა. უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარე მატჩში კი შვეიცარიამ ნელ-ნელა შეძლო უპირატესობის მოპოვება და საბოლოო გამარჯვებით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

ალბანელებისა და სერბების ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებას პოლიტიკური მოტივი აქვს, რისი მიზეზიც კოსოვოა - ეთნიკური ალბანელებით დასახლებული ისტორიული სერბული ერთეული, რომელმაც სერბეთისგან დამოუკიდებლობა მცირე ხნის წინ მოიპოვა.

ჯერდან შაჩირი 1991 წელს კოსოვოს ქალაქ ჯილანში დაიბადა, მისი ოჯახი კი შვეიცარიაში 1992 წელს გადასახლდა. რაც შეეხება გრანიტ ჯაკას, იგი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დაიბადა, სერბეთის ქალაქ კურშუმლიადან ემიგრირებული ეთნიკური ალბანელების ოჯახში.

შვეიცარიის ნაკრებში ამჟამად 4 ეთნიკური ალბანელი თამაშობს - გრანიტ ჯაკასა და ჯერდან შაჩირის გარდა „ნეიტრალთა“ რიგებში ვალონ ბეჰრამი და ბლერიმ ჯემაილი გამოდიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]