weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ანტი-დოპინგური სააგენტო რუსი ფეხბურთელების შემოწმებას ითხოვს

14:49 შაბათი, 23 ივნისი 2018

ამერიკული ანტი-დოპინგური სააგენტოს (USADA) ხელმძღვანელი ტრევის ტაიგარტი FIFA-ს მოუწოდებს, შეამოწმონ დოპინგზე რუსი ფეხბურთელები. მისი თქმით, შემოწმება აუცილებელია, რადგან საზოგადოების ნდობა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოს ჩემპიონატისადმი.

„რუსეთის ნაკრები აქტიურად უნდა შემოწმდეს. განსაკუთრებით - ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩატარებული მატჩების მიხედვით გამორჩეულები არიან”, - თქვა ტაიგარტმა ბრიტანულ გამოცემა „ტელეგრაფთან“ საუბარში

თავის მხრივ FIFA-მ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, რადგან ტურნირის მიმდინარეობისას კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გამართული მატჩების მიხედვით, საშუალოდ ყველაზე მეტი სამმა რუსმა ფეხბურთელმა ირბინა: ალექსანდრ გოლოვინი – 11.853 კმ, ალექსანდრ სამედოვი – 11.679 კმ, იური გაზინსკი – 11.392 კმ, ამავე ნუსხაშია რომან ზობნინი – 10.850 კმ. გოლოვინზე, სამედოვზე და გაზინსკიზე მეტი მანძილი ჯერ-ჯერობით არავის დაუფარავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საუდის არაბეთი (5:0) და ეგვიპტე (3:1) დაამარცხა და 1/8 ფინალში თამაშის უფლება ნაადრევად გაინაღდა. ორი მატჩის თავზე მასპინძლებს ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი და ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ თამაშსაც აჩვენებენ. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი 25 ივნისს, მესამე ტურში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]