weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

10:16 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა„თელავმა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი“ სამბურთიანი სხვაობით, 5:2 დაამარცხა.

თელაველთა რიგებში დუბლი გაიფორმა შემტევმა ნახევარმცველმა ირაკლი რუხაძემ, თითო გოლი კი გიორგი ნიქაბაძემ, მიხეილ ბაშელეიშვილმა და გიორგი ხარებაშვილმა გაიტანეს.

თელავის გუნდს ამ დროისთვის 25 ქულა აქვს და ათგუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, „სამგურალი“ კი 15 ქულით მობლოსწინა მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

მორიგ, მე-17 ტურის შეხვედრას „თელავი“ სტუმრად თბილისში გამართავს და სტადიონ „შატილზე“ „ნორჩ დინამოს“ შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]