weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

23 წლის ირანელი ფეხბურთელი ქომაგების მხრიდან კრიტიკის გამო ნაკრებიდან წავიდა

17:10 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

ირანის ეროვნული გუნდის 23 წლის თავდამსხმელმა სარდარ აზმუნმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელის მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ფანების მხრიდან მისი მისამართით არსებული კრიტიკაა.

„ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პატივი იყო და ჩემი ცხოვრების ბოლომდე ამით ვიამაყებ, თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ ეროვნულ ნაკრებს ცხოვრების სირთულეების გამო 23 წლის ასაკში დავემშვიდობო. ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ყაზანის „რუბინის“ წევრმა სარდარ აზმუნმა.

აზმუნი ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობდა და 36 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლი ჰქონდა გატანილი, აქედან რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზმუნმა 11 გოლის გატანა შეძლო. ფეხბურთელმა ირანისთვის აწდასრულებული მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა გულშემატკივრებს თავი ვერაფრით დაამახსოვრა, რის გამოც სამშობლოში კრიტიკის ობიექტი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]