სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონია

11:44 - 12 ივლისი 2018 hits 190

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (85 კგ) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

დავითაძემ პირველობისკენ დიდი ნაბიჯი ატაცში გადადგა, სადაც 160 და 164-კილოგრამიანი შტანგა დაძლია და მართალია, მე-3 ცდა (166 კგ) გაუცუდდა, უახლოეს მდევართან 5-კილოგრამიანი უპირატესობა შეიქმნა. დავითაძემ აკვრაში 187 კგ-ით დაიწყო, 192 კგ კი მე-2 მისვლაზე აწია და ამ მოძრაობაში მცირე ვერცხლის მედალი ერგო, ჯამში კი 356 კგ მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.

რევაზ დავითაძეს 6 კგ-ით ჩამორჩა ეგვიპტელი აჰმედ საიედ აშურ ალი, ბრინჯაო კი ამერიკელმა ჯეიმს ჰარისონ მაურუსმა დაისაკუთრა 349 კგ-ით. ამავე წონით კატეგორიაში მე-5 ადგილი დაიკავა ნოდარ კაკაბაძემ, რომელიც ატაცში 157 კგ-ით მე-4 იყო, აკვრაში კი 187 კგ-ით მე-6 შედეგი აჩვენა. ქართველი ძალოსნის ჯამური მონაგარი 344 კგ გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის მსოფლიო პირველობაზე ძალებს კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი მოსინჯავს. ირაკლი ჩხეიძე (105 კგ) ფიცარნაგზე 13 ივლისს გავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]