weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საჩერის „ჩიხურისა“ და თბილისის „დინამოს“ ფრეები ევროპა ლიგაზე

10:32 პარასკევი, 13 ივლისი 2018

საჩხერის „ჩიხურამ“ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შინ იერუსალიმის „ბეითართან“ ჩაატარა და უგოლო ფრე ითამაშა, თბილისის „დინამომ“ კი სტუმრად სლოვაკეთში ასევე ყაიმით დაასრულა შეხვედრა.

ჩიხურა-ბეითარის მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლები უფრო მეტად აქტიურობდნენ და გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს.

„დუნაისკა სტრედასთან“ საგარეო მატჩში ფრე „დინამოსთვის“ დადებითი შედეგია, ახლა მთავარია მოპოვებული მცირე უპირატესობა საშინაო შეხვედრაში გამოიყენოს. უნდა ითქვას, რომ ფრის გარდა მეტიც შეიძლებოდა – მოგება, თუმცა შეიძლებოდა წაგებაც, რადგან მთლიანობაში სლოვაკური გუნდი უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. თბილისელები ბუდუ ზივზივაძემ მე-15 წუთზე დააწინაურა, სლოვაკებმა კი ანგარიში 30-ე წუთზე გაქვითეს.

განმეორებითი შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 19 ივლისს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]