weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ჩელსიში“ ანტონიო კონტეს მაურიციო სარი შეცვლის

12:31 შაბათი, 14 ივლისი 2018

ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვილ ანტონიო კონტეს ასევე იტალიელი მწვრთნელი მაურიციო სარი შეცვლის, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში „ნაპოლის“ წვრთნიდა.

ლონდონურ კლუბთან სარიმ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ჩელსიში“ მისი ასისტენტი ჯანფრანკო ძოლა იქნება, რომელიც 1996-2003 წლებში სწორედ „არისტოკრატების“ რიგებში თამაშობდა.

„ჩელსიში“ მაურიციო სარი ბრაზილიური წარმოშობის იტალიელ შუახაზელ ჟორჟინიოსაც მიიყვანს, რომელიც „ნაპოლიში“ სარის სამწლიან პერიოდში თამაშობდა ნეაპოლიტანურ კლუბში.

რაც შეეხება ანტონიო კონტეს, ლონდონურ კლუბში მან ორი წელი დაჰყო, სადაც უფრო წარმატებული პირველი სეზონი გამოდგა - იტალიელმა სპეციალისტმა „არისტოკრატებს“ ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა ბოლო სეზონში „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგების მიუხედავად, კონტე გუნდიდან მაინც გაუშვეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ მაურიციო სარის ნაცვლად მცირე ხნის წინ გამოცდილი კარლო ანჩელოტი დანიშნეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]