weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ანჯელიკ კერბერი უიმბლდონის გამარჯვებულია

11:46 კვირა, 15 ივლისი 2018

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანჯელიკ კერბერმა უიმბლდონის ფინალში ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული სერენა უილიამსი 6:3, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ტრიუმფატორი პირველად გახდა, დიდი სლემის ტურნირი კი მესამედ მოიგო.

სერენა უილიამსმა მშობიარობის შემდეგ მეოთხე ტურნირზე ითამაშა და სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ ჩოგბურთელს ვინერსი ორჯერ მეტი (23-11) ჰქონდა, მან 19-ით მეტი შეცდომა დაუშვა (24-5).

30 წლის ანჯელიკ კერბერი უიმბლდონში მე-11 ნომრად იყო განთესილი, განახლებულ რეიტინგში კი მეოთხე პოზიციაზე იქნება. სერენა უილიამსი 183-ე ადგილზე იყო, მან 1300 ქულა დაიმსახურა და ორშაბათს რეიტინგში 28-ე პოზიციამდე აღზევდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]