weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ტორპედოს“ უხვგოლიანი გამარჯვება და „ჩიხურას“ უგოლო ფრე

10:18 პარასკევი, 27 ივლისი 2018

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ფარერის კუნძულების წარმომადგენელი „ვიკინგური“ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა, საჩხერის „ჩიხურამ“ კი შინ ნულოვანი ყაიმით დაასრულა შეხვედრა სლოვენიურ „მარიბორთან“.

მასპინძელი ქუთაისელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით 3:0 დასრულდა. 27-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთი თავური დარტყმით თორნიკე კაპანაძემ გადაგზავნა მეტოქის კარში და „ტორპედო“ დააწინაურა. 73-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ კაპანაძესთან გაითამაშა კომბინაცია და ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა, მესამე გოლი კი 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ გაიტანა. საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის 2 აგვისტოს გაიმართება.

ევროპა ლიგისავე ეგიდით შედგა ჩიხურა-მარიბორის მატჩი. სოსო ფრუიძის გაწვრთნილ გუნდს გამოცდილი მეტოქისთვის ტოლი არაფერში დაუდია და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრა კიდეც. საჩხერელები 90 წუთი ფლობდნენ უპირატესობას და თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს მასპინძელი გუნდი იყო. „მარიბორს“, რომელიც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, რამდენჯერმე საკმაოდ გაუმართლა, რადგან ბევრ საგოლე ეპიზოდში „ჩიხურას“ ფეხბურთელებს მცირე სიზუსტე და კლასი დააკლდათ. ყველაფერი ერთი კვირის თავზე სლოვენიაში გადაწყდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]