weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხელბურთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი თელავის ნაცვლად თბილისში ჩატარდება

19:05 პარასკევი, 03 აგვისტო 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ხელბურთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი თელავში აღარ ჩატარდება. ამ დრომდე არ არის დასრულებული იმ სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელშიც 10-დან 19 აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ტურნირის გამართვა იგეგმებოდა.  

სპორტის სასახლის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონტრაქტორმა კანადურმა კომპანიამ „ბეჰლენ ინდუსტრიმ“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადები დაარღვია, რის გამოც 1 200 000 ლარით დაჯარიმდა.

„ხელბურთის ჩემპიონატის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. იმის გამო, რომ მშენებლობის დასრულება დროში ვერ ესწრებოდა, საორგანიზაციო ჯგუფმა აღარ გარისკა და დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემპიონატის ჩატარების ადგილი თელავიდან თბილისის სპორტის სასახლეში გადაიტანა. თელავის სპორტის სასახლის მშენებლობა გრძელდება და სექტემბრის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადეს სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში.

2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თბილისიდან თელავში გადატანის გადაწყვეტილება 2017 წლის დეკემბერში,  გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) აღმასკომის სხდომაზე მიიღეს. ჩემპიონატში მონაწილეობა 11 ქვეყანას უნდა მიეღო.

თელავში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრის ფართობზე აშენდა. სასახლის მთავარ დარბაზში 2 ათასამდე მაყურებელი დაეტევა, მცირე დარბაზში კი - 500.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]