weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცნობილია რატომ არ მისცეს „კუკესის“ რამდენიმე ფეხბურთელს საქართველოს ვიზა

12:19 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქე „კუკესის“ რამდენიმე ფეხბურთელს საქართველოს ვიზა არ მისცეს, რასაც ალბანური საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული განცხადება მოყვა.

როგორც გაირკვა, „კუკესის“ ფეხბურთელების სავიზო პრობლემები გამოიწვია იმან, რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს და შესაბამისად გუნდის კოსოვოელ ფეხბურთელს უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე. თუმცა კლუბის ჩარევის შემდეგ მოხერხდა კოსოვოელი ფეხბურთელის საქართველოში შემოშვება.

ანალოგიური პრობლემაა საქართველოში მოზამბიკის მოქალაქეების შემოსავლაზეც. რაც შეეხება ორ მაკედონიელს, ეს ფეხბურთელები თავდაპირველ სიაში არ იმყოფებოდნენ და მათთვის ვიზის გაცემა ტექნიკურად ვერ მოესწრო.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსა“ და ალბანურ „კუკესის“ შორის 9 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]