weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ტიბო კურტუა მადრიდის „რეალში“ გადავიდა

10:12 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

მადრიდის „რეალმა“ და ლონდონის „ჩელსიმ“ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა მადრიდული „სამეფო გუნდის“ კარს დაიცავს, ხოლო ხორვატი მატეო კოვაჩიჩი „რეალიდან“ ლონდონელ „არისტოკრატებს“ იჯარის წესით შეუერთდება.

კურტუა, რომელიც რუსეთში გამართულ მუნდიალზე საუკეთესო მეკარედ დასახელდა, „რეალში“ მომდევნო 6 სეზონის განმავლობაში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ვალონი მეკარე 2011 წელს „გენკიდან“ დაიმატა. კურტუამ სამი სეზონი მეორე მადრიდულ კლუბში, „ატლეტიკოში“ განათხოვრებით გაატარა და „როხიბლანკოს“ კარი 154-ჯერ დაიცვა, ხოლო 2014 წელს „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდა და ოთხ სეზონში ასევე 154 შეხვედრა ჩაატარა.

ტიბო კურტუას „ჩელსისთან“ ერთად ორჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ინგლისის ლიგის თასი აქვს მოგებული, „ატლეტიკოსთან“ ერთად კი - ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ევროპა ლიგა და UEFA-ს სუპერ თასი. „გენკში“ ასპარეზობისას იგი ბელგიის ჩემპიონიცაა.

რაც შეეხება მატეო კოვაჩიჩს, იგი მადრიდში 2015 წელს გადაბარგდა და „რეალთან“ ერთად თითქმის ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის - სამი ჩემპიონთა ლიგა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]