weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავი“ სტუმრად „მერანთან“ დამარცხდა

16:25 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „მერანთან“ 0:2 დათმო.

მარტვილში მარცხის შემდეგ „თელავის“ მონაგარში კვლავაც 28 ქულაა და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში კვლავ მე-5 ადგილზე იმყოფება.

21-ე ტურის შეხვედრას თელავური გუნდი 17 აგვისტოს გამართავს და საკუთარ მოედანზე „გაგრას“ უმასპინძლებს.

ლიგა 2-ის ლიდერი 35 ქულით ბათუმის „დინამო“ გახლავთ, მას სამი ქულით ჩამორჩება თბილისის „ვიტ ჯორჯია“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]