weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უგო ლორისი ლონდონის პოლიციამ ნასვამი დააკავა

11:13 შაბათი, 25 აგვისტო 2018

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოს ჩემპიონი მეკარე უგო ლორისი სკანდალში გაეხვა. ლონდონის „ტოტენჰემის“ 31 წლის გოლკიპერი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილის საჭეს, როდესაც ის ადგილობრივმა პოლიციელებმა დააფიქსირეს და გააჩერეს.

უგო ლორისი პოლიციაში დღის საათებში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, 24 აგვისტოს, პარასკევს, უგო ლორისი „ისთ ფინჩლიზე“ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა მანქანას.

„ტოტენჰემ ჰოტსპურს“ ინგლისის პრემიერ ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აქვს სათამაშო. მოახერხებს თუ ვერა ფრანგი მეკარე პრინციპულ მეტოქის წინააღმდეგ თამაშს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]