weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქვილითაიამ სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა

12:08 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში „გენტმა“ საკუთარ მოედანზე „ლოკერენს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, მის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა გიორგი ქვილითაიამ კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეხვედრის 87-ე წუთზე ჩაკვეტაძე ქვილითაიამ შეცვალა და ახალი კლუბის მაისურით პირველივე შეხვედრაში სადებიუტო გოლის გასატანად ერთი წუთი დასჭირდა.

ამ მოგებით „გენტმა“ 10 ქულა დააგროვა და 16-გუნდში მე-6 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ „გენტმა“ გიორგი ქვილითაია ივლისში იყიდა. 24 წლის ქართველ ფორვარდს ფეხი კოჭში ჰქონდა მოტეხილი და აქამდე რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]