weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

15:31 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. „ჯვაროსნების“ თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთსა და ლატვიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე დაუბრუნდნენ. ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის ერთი დებიუტანტია: ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს თბილისის „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძე შეცვლის.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ქუთაისი ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომელესაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ბუდუ ზივზივაძე (თბილისის დინამო), ლევან გეგეჭკორი (ქუთაისი ტორპედო).

6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან სტუმრად ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, 9 სექტემბერს კი „ჯვაროსნები“ ლატვიას უმასპინძლებენ. შეხვედრა 20:00 საათზეა დანიშნული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]