weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

10:06 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სლოვენიელი ალიაჟ ბედენე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა სამ საათსა და 19 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 6:2 მოიგო, მეორეში 4:6 დამარცხდა, მესამე კვლავ 6:2 მოიგო, მეოთხეში კი ასევე 2:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში, რომელიც 41 წუთი გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4 იმარჯვა.

ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 37-ე ჩოგანია, მომდევნო ეტაპზე ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება, რომელიც რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს. შეხვედრა 29 აგვისტოს 19 საათზე დაიწყება.

ამერიკის ღია ჩემპიონატის საპრიზო თანხა 53 მილიონი დოლარია. ტურნირზე პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი, მეორე ნომერი კი როჯერ ფედერერია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]