weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჯინობილიმ კარიერა დაასრულა

14:42 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

ლეგენდად ქცეულმა კალათბურთელმა მანუელ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა. ინფორმაცია 41 წლის არგენტინელმა სპორტსმენმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

„დღეს ვაცხადებ, რომ საკალათბურთო კარიერას ვასრულებ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას (ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას, ფანებს), ვინც ამ 23 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ. ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა, უფრო მაგარი, ვიდრე ამას ყველაზე გიჟურ ოცნებაში წარმოვიდგენდი“, - განაცხადა ჯინობილიმ.

მანუ ჯინობილი 1995-1996 წლებში „ანდინო სპორტ კლუბში“ თამაშობდა, 1996-1998 წლებში „ესტუდიანტეს დე ბაია ბლანკასთვის“ ირჯებოდა, 1998-2000 წლებში „ვიოლა რეჯიო კალაბრიაში“ ასპარეზობდა, ხოლო 2000-2002 წლებში „ბოლონიაში“ ირიცხებოდა. 2002 წელს იგი NBA-ში გადავიდა და 16 სეზონის განმავლობაში „სან ანტონიო სპურზში“ თამაშობდა, სადაც 1057 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.3 ქულას აგროვებდა.

რაც შეეხება მანუ ჯინობილის გუნდურ ტიტულებს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ოთხჯერ (2003, 2005, 2007, 2014 წლებში) მოიგო, არგენტინის ნაკრებთან ერთად კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (ათენი 2004) და ბრინჯაოს მედალს (პეკინი 2008) დაეუფლა. ეროვნულ გუნდთან ერთად ვერცხლის მედალს დასჯერდა 2002 წლის მსოფლიო პირველობაზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]