weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„მზად არ ვართ“ - ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეორეფერის შესახებ

11:51 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ვიდეორეფერის სისტემის (VAR) ჩემპიონთა ლიგაზე გამოყენება მიმდინარე სეზონში გამორიცხა. როგორც სლოვენიელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ამაზე განხილვაც არ ყოფილა.

„VAR მეოთხედფინალიდან? - არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ამაზე არც კი გვისაუბრია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ვიდეორეფერის სისტემაში. ვიცით, რომ ერთ დღეს ეს სისტემა უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მაშინ - როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გვერდითი მსაჯები ფაქტობრივად უმოქმედონი იყვნენ და ისინი გადაწყვეტილებებს ელოდებოდნენ, იყო შეცდომებიც, გავიხსენოთ სერბეთი-შვეიცარია, როდესაც სერბებს პენალტი არ დაუნიშნეს. ამ ეტაპზე VAR-ის სისტემისთვის მზად არ ვართ“, - განაცხადა ალექსანდერ ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, FIFA-ს მიერ შემოღებული ვიდეორეფერი ჩემპიონთა ლიგაზეც დაინერგებოდა, მაგრამ როგორც უკვე გაირკვა, ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]