weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურამ კაშია, მე ვარ ის ერთი შენი გულშემატკივარი – საჩხერის „ჩიხურას“ დირექტორი

15:43 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ დირექტორი ბერიკა შუკაკიძე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. შუკაკიძის თქმით, ის არის საქართველოში ის ერთი გულშემატკივარი, რომლის გამოც კაშიამ ეროვნული ნაკრების ყველა მატჩში უნდა ითამაშოს.

„მეგობარო გურამ კაშია, მე ვარ ის ერთი შენი გულშემატკივარი და ნება იბოძე, გამოცხადდი ნაკრების ყველა მატჩზე“, - წერს ბერიკა შუკაკიძე სოციალურ ქსელში.

მანამდე გურამ კაშიამ, რომელიც ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო ინტერნეტ-აგრესიის ობიექტი გახდა, თქვა, რომ ვიდრე საქართველოში ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ეროვნულ ნაკრებში იმ ერთი ადამიანისთვის გამოცხადდება.

ქართველმა ფეხბურთელმა მის მიმართ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის გამო Facebook-ში პირადი გვერდი გააუქმა, რასაც სოციალურ ქსელებში მისი მხარდამჭერი კამპანია (#გურამშენთანვართ) მოჰყვა. გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ, ასევე ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი ლორიამ, ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი მერებაშვილმა.

გურამ კაშიამ 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესის“ რიგებში ლგბტ პირთა მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილის აგრესია მოჰყვა.

ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ UEFA-მ ამირჩია. მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების. სადაც არ უნდა ვითამაშო, ამ უფლებებს ყოველთვის დავიცავ“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]