weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ სურაჯი გასანოვმა საქართველოს დროშა ააფრიალა [Video]

23:51 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, წესების გარეშე ბრძოლის რუსეთის ჩემპიონატზე, 22 წლის სურაჯი გასანოვმა რუსი მეტოქე ევგენი ერშოვი დაამარცხა და M1-ის ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული გახდა.

გასანოვმა, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობდა, გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე ოქტაგონზე საქართველოს დროშით გამოვიდა, გამარჯვების შემდეგ კი დაიძახა „საქართველოს გაუმარჯოს“ და დროშა ააფრიალა.

„გასანოვს საქართველოს დროშა უჭირავს. საინტერესოა, მისი გვარი ქართული არ არის, როგორც ჩანს, საქართველოში დაიბადა“, - ამბობს შეხვედრის კომენტატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, სურაჯი გასანოვი აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაშია დაბადებული და მისი წინაპრები გვარად იანუღაშვილები იყვნენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]