weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ამერიკის ღია პირველობა 19 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა მოიგო

11:35 კვირა, 09 სექტემბერი 2018

ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირი დასრულდა, რომლის ფინალშიც მე-17 ნომრად განთესილი სერენა უილიამსი მე-20 ნომერ იაპონელ ნაომი ოსაკასთან 6:2, 6:4 დამარცხდა. ტიტულოვანი ამერიკელი ჩოგბურთელი 31-ედ თამაშობდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში, მისი 19 წლის მეტოქე კი პირველად.

ნაომი ოსაკა ისტორიაში იაპონელი ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

მატჩში პირველი გეიმი უილიამსმა აიღო, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო, ოსაკამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტიც 6:2 მოიგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე სეტში სერენა უილიამსმა მოუმატა, მაგრამ ოსაკა ამისთვის მზად აღმოჩნდა. იაპონელმა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თუმცა მაინც წააგო პირველად მატჩში საკუთარი მოწოდება და ამერიკელმა წინ გასვლა მოახერხა – 3:1. აღსანიშნავია, რომ მანამდე სამ მატჩში ოსაკას 22 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მოგერიებული.

უილიამსმა ძალიან ცუდად ჩაატარა მომდევნო გეიმი, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც გარდამტეხი მომენტი გამოდგა. ოსაკამ კიდევ ორი გეიმი მოიგო და თავად დაწინაურდა – 4:3. ცოტა ხანში კი მატჩზე ჩაწოდებისას მეორე მატჩბოლი გამოიყენა და 6:4 მოიგო.

იაპონელს 6 ეისი, ერთი ორმაგი შეცდომა და ხუთიდან 4 გამოყენებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. უილიამსმა 3 ეისი ჩააწოდა, 6 ორმაგი შეცდომა დააგროვა და ექვსიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]