weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტოჩინოშინმა აკი ბაშო გამარჯვებით დაიწყო

13:15 კვირა, 09 სექტემბერი 2018

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში დღეს დაწყებულ აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საშემოდგომო სუპერტურნირის პირველ შეხვედრაში ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინმა იაპონელი მაეგაშირა სახელად ჩიიოტაირიუ დაამარცხა.

ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ გორგაძემ მძიმეწონოსანი მეტოქე ასწია და დოჰიოდან ცურიდაშით გადაიყვანა. ტოჩინოშინი პირად დაპირისპირებაში 5:2 უგებს აღნიშნულ სუმოისტს.

ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ იუტაკაიამა დადგება, რომელსაც ქართველი სეკიტორი აქამდე ერთხელ შეხვდა და დამარცხებული ჰყავს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]