weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველო vs ლატვია: „ჯვაროსნები“ ისტორიული შედეგის წინაშე

14:17 კვირა, 09 სექტემბერი 2018

UEFA-ს ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველსო ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი ქვილითაია დააკლდა. „გენტის“ ფორვარდმა უკანასკნელ ვარჯიშზე კოჭი იტკინა და ბელგიაში გადაფრინდა. სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და სასიხარულოა, რომ ყაზახეთთან მატჩისგან განსხვავებით, „დინამო არენას“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე თამაშს „ემპოლის „თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეც მოახერხებს, რომელმაც ბოლოს საქართველოში 2015 წლის სექტემბერში ითამაშა. ამრიგად, წინა მატჩისგან განსხვავებით, ძირითადში ქვილითაიას მჭედლიძე შეცვლის, ხოლო გიორგი მერებაშვილს - თორნიკე ოქრიაშვილი.

საქართველოს ნაკრები უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რადგან ჯგუფის მთავარ კონკურენტს სტუმრად მოუგო და ახლა საკუთარ კედლებში ყაზახეთზე შედარებით სუსტი ლატვიის დამარცხება მოუწევს. რაც შეეხება მეტოქეს, თუ მათ დღევანდელ მატჩში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ჩავთვალოთ, რომ მათთვის ერთა ლიგის გათამაშება თითქმის დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ლატვიამ პირველ ტურში შინ ანდორასთან უგოლო ყაიმით დაასრულა შეხვედრა.

ურთიერთშეხვედრები

„ჯვაროსნების“ ბალტიისპირელებთან დაპირისპირებაში თანაფარდობაა. რვა მატჩიდან გუნდებმა სამ-სამი მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება საქართველოს სასარგებლოდაა 14:10. სხვათა შორის, საქართველოს ლატვია ოფიციალურ შეხვედრაში აქამდე არასოდეს დაუმარცხებია.

დღევანდელ მატჩს ბერძენი რეფერი ანასტასიოს პაპაპეტრუ განსჯის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]