weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგაზე ლატვიაც დაამარცხეს

09:43 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვიის ნაკრებს „დინამო არენაზე“ მინიმალური სხვაობით სძლია და D ლიგის ქვეჯგუფის მოსაგებად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნებმა“ პირველად შეძლეს ზედიზედ ორი ოფიციალური შეხვედრის მოგება.

მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო. „ჯვაროსნები“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ყრუ დაცვაში მდგარ მეტოქეს ავიწროვებდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა უჭირდათ. ასე გაგრძელდა თითქმის მთელი ტაიმი, რა დროშიც ლატვია ორიოდეჯერ გადმოვიდა უმნიშვნელო კონტრშეტევაზე.

მეორე ნახევარიც ანალოგიური სურათით გაგრძელდა, თუმცა მალევე ვლადიმირ ვაისის გუნდს ცოტა დაღლა და ნერვიულობა დაეტყო. ქართველთა თამაშში მცირე ქაოტური მოქმედებებიც ჩნდებოდა, ბალტიისპირელები კი უკვე თამამად გადმოდიოდნენ საპასუხო შეტევებზე და რამდენჯერმე გიორგი ლორიას კარსაც დაემუქრნენ. საბოლოოდ ყველაფერი 75-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად თორნიკე ოქრიაშვილმა აქცია. ბოლო წუთებში სტუმარ ლატვიელებს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველო – ლატვია 1:0

თბილისი, „დინამო არენა“, მაყურებელი: 50 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი (გვილია 79), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 86); კაჭარავა.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია (4-3-3): ვანინსი; გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკისი, მაქსიმენკო; რუგინსი (სავალნიეკსი 78), ფერტოვსი, იასიევსი; ლუკიანოვსი (რაკელსი 81), გუტკოვსკისი (შაბალა 73), კარაშაუსკსი.

მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი

გოლი: ოქრიაშვილი (77 პ.)

გაფრთხილება: ვანინსი (48), ისაიევსი (63), კარაშაუსკსი (68).

მსაჯი: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]