weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ამერიკის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო

12:23 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საკმაოდ ადვილად, სამ სეტში 6:3, 7:6, 6:3 დაამარცხა.

„ნოლემ“ დელ პოტროს პირველი სეტი 44 წუთში 6:3 მოუგო და დაწინაურდა. შეხვედრის ყველაზე დრამატული და გადამწყვეტი მომენტი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩის ტაიბრეიკზე გამარჯვებით დასრულდა. დელ პოტრომ ვერ მოახერხა 0:2 ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ მესამე სეტიც წააგო.

მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე აღზევებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს უიმბლდონის შემდეგ მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ასეთი კარგი შედეგი 2016 წლის შემდეგ არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ სერბი ჩოგბურთელის კარიერაში ეს რიგით მე-14 დიდი სლემის ტურნირია და ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუტოლდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]