weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ტოჩინოშინი მესამე ორთაბრძოლისას დამარცხდა

15:40 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

სექტემბრის სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ ორი მოგების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მესამე დღეს უხერხულ მეტოქედ ქცეულ ტაკაკეიშოსთან გამართული ორთაბრძოლა წააგო.

ქართველ სუმოისტს ხსენებულ მეტოქესთან გამართულ წინა ოთხ შეხვედრაში სამი მარცხი ჰქონდა, ამჯერად კი მასთან პირადი ბალანსი 1:4 აქვს.

ამგვარად, ტოჩინოშინი, რომელიც კადობანშია ჩაყენებული და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის დადებითი ბალანსის დაფიქსირება მართებს, ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იქნება, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში ირჯება და  სამივე ორთაბრძოლა წაგებული აქვს, ლევან გორგაძე ურთიერთშეხვედრებში მას 15:8 უგებს.

ისევ უარყოფით ბალანსზეა (1 მოგება, 2 მარცხი) გაგამარუს სახელით ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც რანგით დაბალ დივიზიონ ჯურიოში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]