weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა

13:12 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

იაპონიის დედაქალაქ ტოკიშოი მიმდინარე აკი ბაშოზე ლევან გორგაძემ ერთი მარცხის წილ მესამე გამარჯვება მიითვალა. სექტემბრის სუპერტურნირის მეოთხე დღეს ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მონღოლი ტამავაში დაამარცხა.

ოძეკის ტიტულის მქონე ქართველა სეკიტორიმ შერკინებისას სეკივაკეს ტიტულის მქონე ტამავაში დოჰიოდან გადააგდო, თუმცა თავადაც გადავარდა ინერციით, რის შემდეგაც მსაჯთა ბრიგადამ ხელახალი შერკინება დანიშნა. ლევან გორგაძემ კვლავ დოჰიოდან მოისროლა მეტოქე, რომელსაც ურთიერთ შეხვედრებში ახლა უკვე 16:8 ამარცხებს.

ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ მიტაკეუმი დადგება, რომელიც მიმდინარე აკი ბაშოზე უდანაკარგოდ ასპარეზობს და ოთხიდან ოთხი მოგება აქვს. მცხეთელი სუმოისტი სეკივაკეს წოდების იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 5:2 სჯაბნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]