weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ბრძოლა წააგო

14:18 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ სექტემბრის სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა. აკი ბაშოს მეხუთე დღეს ტოჩინოშინი წინა სუპერტურნირის გამარჯვებულთან, აღმოსავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე მიტაკეუმისთან დამარცხდა.

აქამდე ტოჩინოშინი იაპონელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებდა, თუმცა დღევანდელი შერკინების ფავორიტი ნამდვილად არ გახლდათ, რადგან შესამჩნევია, რომ ოძეკის წოდების მქონე ქართველ სეკიტორის ტრავმა გასაქანს არ აძლევს და სრული დატვირთვით ასპარეზობა უჭირს.

ცხადი ხდება, რომ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ტოჩინოშინი „იმპერატორის თასისთვის” ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა და რეალობიდან გამომდინარე მისი უმთავრესი მიზანი დადებითი ბალანსის დაფიქსირება უნდა იყოს, რათა ოძეკის მაღალი წოდება შენარჩუნოს.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ძალიან უჭირს გაგამარუს სახელით ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველი გოლიათი აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის დადებითი ბალანსი სჭირდება, თუმცა ჯერ-ჯერობით მიზნიდან ძალიან შორსაა - გაგამარუს აქტივში ერთადერთი გამარჯვებაა იმის ფონზე, რომ დღეს უკვე მეოთხედ წააგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]