weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის აშშ-ში გამართვა უარყო

11:40 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამორიცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ევროპის მიღმა ჩატარება უახლოეს მომავალში. ამის შესახებ UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ისაუბრა.

სლოვენიელმა მაღალჩინოსანმა უარყო ბოლო პერიოდში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ UEFA 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ იორკში აპირებდა.

მსგავსი თემაა ესპანეთშიც, სადაც შეერთებულ შტატებში მატჩების გამართვის წინააღმდეგი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და FIFA არიან. საუბარი იყო ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის ამერიკაში, კერძოდ კი მაიამიში გამართვაზე, რაც პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტს სურდა, თუმცა ინიციატივას ჯანი ინფანტინომ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მხარი არ დაუჭირეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]