weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მერაბ დვალიშვილმა ტერიონ ვეირი დაამარცხა

10:11 კვირა, 16 სექტემბერი 2018

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა მოსკოვში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაატარა და ამერიკელი ტერიონ ვეირი ქულათა უპირატესობით დაამარცხა.

შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო არა იმ აზრით, რომ ეს ყველაზე რთული მეტოქე იყო მათ შორის, ვისაც დვალშვილი შეხვედრია, არამედ ეს გამარჯვება ქართველ მებრძოლს UFC-სთან ურთიერთობის გახანგრძლივებისთვის სჭირდებოდა. მოგეხსენებათ, დვალიშვილმა საწყისი ორი ორთაბრძოლა წააგო.

„ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი მწვრთნელი - მეტ სერა გავახარე. ჩემს წონაში მე ყველასთვის სახიფათო მებრძოლი ვარ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი პირველი გამარჯვებით UFC-ში. ჩემო საქართველო, მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველ მებრძოლს UFC-სთან კიდევ ერთი ბრძოლა აკავშირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]