weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტოჩინოშინმა გამარჯვება გაიხსენა

15:25 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მეათე დღეს ბრაზილიელი მეტოქე რიკარდო სუგანო იგივე კაისეი დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი 6/4 გაუხდა.

დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინმა მაეგაშირას წოდების მქონე კაისეი დოჰიოდან გადაიყვანა და პირად შეხვედრებში ანგარიში 10:7 გაუხადა მეტოქეს.

ხვალ ქართველ სეკიტორის უმძიმესი ბრძლოა ელის, რადგან მის წინაშე იოკოზუნა კაკურიუ დადგება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ათივე შეხვედრა მოგებული აქვს. მონღოლ დიდ ჩემპიონთან ტოჩინოშინი ურთიერთშეხვედრებში 2:22 მარცხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]