weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გურამ კაშია ბულინგის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას შეუერთდა

13:45 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული  კლუბის „სან ხოსე ერსქვეიკსის“ მცველი გურამ კაშია, რომელმაც ცოტა ხნის წინ UEFA-ს თანასწორობის ჯილდო მიიღო, სოციალური კამპანიის ძლიერები არ ძალადობენკეთილი ნების ელჩი გახდა.

„ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული, არასოდეს დასცინო, არასოდეს დაჩაგრო, არასოდეს მიუთითო ნაკლზე. ერთ წუთი შეჩერდი და დაფიქრდი, რას იგრძნობდი შენ მათ ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი, ჩვენ ეს შეგვიძლია“, - ამბობს კაშია კამპანიის ფარგლებში ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში.

სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მისი კეთილი ნების ელჩები უკვე გახდნენ ქართველი სპორტსმენები - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი.

ბულინგის წინააღმდეგ გაერთიანებული სპორტსმენები სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერ კლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ.

კაპანიის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირება ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]