weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რონალდოს უსამართლო გაძევება და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია

11:13 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

„იუვენტუსის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე კრისტიანო რონალდოს პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოვიდა, რაც დიდწილად გერმანელი მსაჯის, ფელიქს ბრიხის „დამსახურებაა“, რომელმაც პორტუგალიელი ვარსკვლავი 29-ე წუთზე საერთო მოსაზრებით, უსამართლოდ გააძევა.

რონალდო საჯარიმოში „ვალენსიას“ კოლუმბიელ მცველ ჯეისონ მურილიოს თავზე შეეხო, მაგრამ არა იმდენად სერიოზულად, რომ მსაჯს მისთვის პირდაპირ წითელი ბარათი ეჩვენებინა - ამაზე ყველა თანხმდება. რონალდომ მოედანი თვალცრემლიანმა და ძალიან გაბრაზებულმა დატოვა, ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი წითელი ბარათი იყო.

ამრიგად, ტურინის „იუვენტუსს“ პრესტიჟული ევროტურნირის მომდევნო ორ მატჩში მთავარი ვარსკვლავის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რადგან პირდაპირ მიღებული წითელი ბარათი ავტომატურად ნიშნავს ორმატჩიან დისკვალიფიკაციას. რონალდოს „იანგ ბოიზთან“ საშინაო მატჩი და სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი შეხვედრა გაუცდება, შესაბამისად, იგი „ოლდ ტრაფროდზე“ ყოფილ კლუბთან ვერ დაბრუნდება.

გაძევების ხსენებულ ეპიზოდს ბუნებრივია უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესად, ყველა თანხმდება, რომ წითელი ბარათი ზედმეტად მკაცრი სასჯელი და მცდარი გადაწყვეტილება იყო, რადგან ფეხბურთელი მხოლოდ გაფრთხილებას იმსახურებდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურინულმა გრანდმა კაცნაკლულობის მიუხედავად „ვალენსია“ მისსავე მოედანზე პრობლემების გარეშე 2:0 დაამარცხა და ტურნირი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]