weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტოჩინოშინი ყველა დროის უძლიერეს სუმოისტთან დამარცხდა

13:41 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

სექტემბრის სუპერტურნირ აკი ბაშოს დღევანდელ ორთაბრძოლაში ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ლევან გორგაძეიმ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან სუმოისტთან, მონღოლ იოკოზუნა ჰაკუჰოსთან კიდევ ერთხელ დამარცხდა და მიმდინარე ტურნირზე მე-5 მარცხი მიითვალა.

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-12 ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა ჰაკუჰოსთან სუკუინაგეს ილეთით წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველ სუმოისტს მონღოლი დიდი ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, წინა ბაშოზე ჰყავს დამარცხებული, დღეის ჩათვლით კი მასთან 25 ორთაბრძოლა აქვს წაგებული.

და ამ დროისთვის ლევან გორგაძის მიმდინარე ბალანსი 7/5 გახლავთ. ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მას დარჩენილი სამი შეხვედრიდან მინიმუმ ერთის მოგება მართებს. ხვალ მისი მეტოქე მაეგაშირას წოდების მქონე შოდაი იქნება, რომელთანაც ტოჩინოშინს პირად შეხვედრებში ყაიმი აქვს - 5:5

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]