weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველები ევროპა ლიგაზე

14:33 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად სტარტი UEFA-ს რანგით მეორე ტურნირმაც აიღო. ევროპა ლიგაზე 5 ისეთი კლუბიც მონაწილეობს, რომელთა ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ.

სტუმრად „არსენალის“ წინააღმდეგ პოლტავის „ვორსკლას“ სასტარტო შემადგენლობაში 77 წუთი ითამაშა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, რომლის მოედნიდან გასვლის შემდეგაც უკრაინულმა კლუბმა ორი პრესტიჟის გოლი გაიტანა. მცველი ანდრო გიორგაძე კი მთელი შეხვედრის განმავლობაში „ვორსკლას“ სათადარიგოთა შორის იყო.

ე.წ. სიკვდილის ჯგუფში ძალიან მნიშვნელოვანი საშინაო გამარჯვება მოიპოვა ტრნავის „სპარტაკმა“, რომელმაც ბრიუსელის „ანდერლეხტს“ 1:0 სძლია. სლოვაკური გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა და 49 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო ლევან ყენია „დუდელანჟის“ განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს. ლუქსემბურგელები შინ „მილანთან“ გონსალო იგუაინის ერთადერთი გოლით დამარცხდნენ.

ასევე ტრავმის გამო ვერ მოხვდა „სპარტაკის“ განაცხადში ჯანო ანანიძეც. მოსკოვის „სახალხო გუნდმა“ სტუმრად ვენაში, გიორგი ქვილითაიას ყოფილ კლუბთან, „რაპიდთან“ 0:2 წააგო.

ტრავმა არ აწუხებს, თუმცა ასევე განაცხადს მიღმა დარჩა თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის „კრასნოდარმა“ სტუმრად თურქული „აქჰისარსპორი“ 1:0 დაამარცხა.

ევროპა ლიგის მომდევნო ტური 4 ოქტომბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]