weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს

12:48 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელიც ოთხი თვის წინ თანამდებობიდან ძიუდოისტების პროტესტის გამო გადადგა, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არჩევნები სავარაუდოდ 24 ოქტომბერს, საანგარიშო ყრილობაზე გაიმართება.

როგორც „რეგინფოს“ ძიუდოს ფედერაციაში უთხრეს, ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ქევხიშვილის გარდა, გამოთქვა კიდევ ოთხმა კანდიდატმა: 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ათაბეგაშვილმა, ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ და ძიუდოს კლუბ „ბლექ თაიგერის“ პრეზიდენტმა დავით ხახუტაშვილმა.

ძიუდოს ფედერაციაში განმარტავენ, რომ ახალ პრეზიდენტს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ძიუდოს კლუბების წარმომადგენლები აირჩევენ.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სპორტსმენების პროტესტის გამო დავით ქევხიშვილმა 2 ივნისს თანამდებობა დატოვა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას 4 მაისიდან ითხოვენ. მათ ფედერაცია კუთვნილი ანაზღაურების მითვისებაში დაადანაშაულეს. ძიუდოისტებმა ქევხიშვილს სამუშაო ოთახის კარიც აუჭედეს. 

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა 26-29 აპრილს, თელ-ავივში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი ასპარეზობა, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]