weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპორტი

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო პირველობაზე მე-2 ტურის შეხვედრები დასრულდა. უკანასკნელ სამ მატჩში მაყურებელმა ინგლისის ნაკრების ხუთბურთიანი სხვაობით გამარჯვება, საბრძოლო ყაიმი და პოლონელთა ზედიზედ მეორე მარცხი იხილა.

ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა„თელავმა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი“ სამბურთიანი სხვაობით, 5:2 დაამარცხა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანიის ეროვნულმა გუნდმა სოჭის სტადიონზე შვედეთის ნაკრები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაამარცხა და მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ამერიკული ანტი-დოპინგური სააგენტოს (USADA) ხელმძღვანელი ტრევის ტაიგარტი FIFA-ს მოუწოდებს, შეამოწმონ დოპინგზე რუსი ფეხბურთელები. მისი თქმით, შემოწმება აუცილებელია, რადგან საზოგადოების ნდობა უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოს ჩემპიონატისადმი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩები წარუმატებლად დაასრულა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ნაგოიაში იაპონიის ნაკრებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და „მშრალი“ ანგარიშით 0:28 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა უქულოდ ბოლოს 20 წლის წინ…

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფის პრინციპულ შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთი და შვეიცარია დაუპირისპირდნენ, რომელიც შვეიცარიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. „ნეიტრალთა“ მხრიდან ორივე გოლი წარმოშობით კოსოვოელმა ალბანელებმა, გრანიტ ჯაკამ და ჯერდან შაჩირიმ გაიტანეს…

22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, გრეგ კლარკსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯენ ბეიტმენს უმასპინძლეს. შეხვედრის მთავარი თემა არსებული გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მიმდინარე მუნდიალის მე-2 ტურის მორიგმა შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და საბოლოო შედეგებმაც ბევრი რამ გაარკვია. ბრაზილიამ გაჭირვებით დაამარცხა კოსტა რიკა, ნიგერიამ კი ისლანდიას პრინციპული თამაში მოუგო და ქვეჯგუფიდან გამსვლელი ერთი…

კოლუბიის ნაკრების ნახევარმცველ კარლოს სანჩესს სიკვდილით ემუქრებიან. რადიო BLU-ს ცნობით, იაპონიასთან შეხვედრაში მესამე წუთზე ხელით თამაშის გამო მიღებული წითელი ბარათისა და მეტოქის პენალტით დაწინაურების შემდეგ სანჩესმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

თელავში „m2 უძრავი ქონებისა“ და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ორგანიზებით, ფეხბურთში საბავშვო ტურნირი გაიმართა კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო, მათ შორის - თელავის, ახმეტის,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]