weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, 100 კგ კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ სპორტული კარიერა დაასრულა. 32 წლის ძიუდოისტმა დღეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იჭიდავა, თუმცა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა რუსეთის წარმომადგენელი მიხაელ იგოლნიკოვი დაამარცხა და ოლიპიადის ფინალში გადავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ბრძოლა მოიგო. მან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, კორეელი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გადავიდა.

დღეს საქართველოს დელეგაციების ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი 1 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა ვარშავაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.  

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთში გაიმართა, საქართველოს წარმომადგენელი, 26 წლის შმაგი ბოლქვაძე (72კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან სომეხი მალხას ამოიანი 4:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]