weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სპორტი

მიუნხენის „ბაიერნმა“ 22 წლის ფრანგი მარჯვენა მცველი, 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო გოლის ავტორი ბენჟამინ პავარი გაიფორმა. მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი, რომელიც „შტუტგარტში“ ირიცხება, ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება და ამიერიდან კოსტანაის „ტობოლის“ კარს დაიცავს.

თბილისის „ლოკომოტივის“ 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. Adjarasport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ახალი კლუბი ყაზანის „რუბინი“ იქნება, თუმცა ხელშეკრულების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2018 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად გასული წლის მსგავსად, „ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაასახელა.

35 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი კეპლერ ლავერან დე ლიმა ფერეირა, იგივე პეპე „პორტოში“ დაბრუნდა, სადაც 2004-2007 წლებში თამაშობდა. ახალ ძველ კლუბში პეპე 2021 წლამდე დარჩება.

ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო (ტატა) მარტინო მექსიკის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. „აცტეკები“ უმწვრთნელოდ რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ იყვნენ.

შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარი ბრაზილიელი ქალი სპორტსმენი, კომპანია UFC-ის წევრი პოლიანა ვიანა ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელმაც მისი დაყაჩაღება სცადა.

ბელგიური გამოცემა VoetbalPrimeur ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონის, იუპილერ ლიგის 2018-2019 წლების სეზონის პირველი წრის საუკეთესო მარცხენაფლანგელს ირჩევს. ხუთ ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძეცაა.

გერმანიის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შემავალი მოთამაშეების ვინაობა ცნობილია. ბრწყინვალედ ჩატარებული პირველი წრის შემდეგ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს დორტმუნდის „ბორუსია“ ლიდერობს, ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ სიმბოლურ გუნდშიც ვესტფალიელთა 4…

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო Globe Soccer-ის ვერსიით 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რონალდოს ჯილდო საამიროების ქალაქ დუბაიში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]