weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სპორტი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ტურნირის მასპინძელმა „ალ აინმა“ ნახევარფინალურ შეხვედრაში „კოპა ლიბერტადორესის“ გამარჯვებულ „რივერ პლეიტს“ პენალტების სერიაში სძლია და ფინალში გავიდა.

ტიტულოვანი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. დათხოვილი სპეციალისტის ნაცვლად „წითელი ეშმაკები“ შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ახლო წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ კარიკმა გაწვრთნას.

საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა „კრასნოდარი“ დატოვა. რუსული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე პირველი კენჭისყრა გაიმართა და 16 მონაწილე გუნდს შორის მერვედფინალურ წყვილები გახდა ცნობილი.

ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი „ფალავნობა 2018“ ჩატარდა. ქვეყნის აბსოლუტური ფალავნის წოდება კასპელმა ბექა ბერძენიშვილმა (+ 100 კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში გორელი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა.

იაპონიის ერთ-ერთი ტელეარხი NHK WORLD-JAPAN გამოკითხვას ატარებს და ინტერნეტ-მომხმარებლებს სთხოვს ხმის მიცემით დააფიქსირონ, რომელი სუმოისტი იქნება მათი რჩეული 2019 წელს. სუმოისტებს შორის ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინიც არის.

„ლუცერნის“ მწვრთნელი რენე ვაილერი მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველ ნახევარმცველს არ წყალობს და შვეიცარიული გამოცემების ცნობით, კლუბი საქართველოს ნაკრების წევრს ზამთარში გაუშვებს. მიმდინარე სეზონში ვალერიან გვილიამ მხოლოდ 10-ჯერ ითამაშა.

UEFA-ს პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველი ეტაპი დასრულდა და მონაწილე გუნდების რაოდენობაც განახევრდა. მერვედფინალისტი წყვილების ვინაობას 17 დეკემბერს წილისყრით შევიტყობთ, მანამდე კი შესაძლებელია, ჯგუფური ტურნირი დავაჯამოთ: რომელმა გუნდმა გაიტანა ყველაზე მეტი…

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტარტი აიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა, რომელშიც კონტინენტების შვიდი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი მონაწილეობს.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (UWW) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავანი ზვიად პატარიძე (130 კგ) 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]