weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სპორტი

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კაჭარავა კვიპროსის თასზე კარგი თამაშით გამოირჩა. ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მერვედფინალურ ეტაპზე სტუმრად „აკრიტასი“ 7:0 გაანადგურა და ამაში თავისი წვლილი 24 წლის ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა.

საფეხბურთო კლუბმა „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „ბარნლის“ სძლია (3:1) და ინგლისის ჩემპიონატში კვლავ დაუმარცხებელია.

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ (ACES Europe) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოს პირველი ქალაქია, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.

საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური „გენტის“ მაისურით შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს. ბელგიის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში 19 წლის ქართველმა შემტევმა „ბეერსხოტთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:0) საგოლე პასი და გოლი მიითვალა.

ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა ევროტურნირებიდან მოიკვეთოს. მანჩესტერულ კლუბს ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ 18 წლის წევრი ალექსეი ლომაკინი გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური წყაროების ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი დედაქალაქ მოსკოვის სამხრეთ რაიონ ბრატეევოში, მდინარის პირას გაიყინა. 

ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეორეფერის ტექნოლოგიას (VAR) აქამდე დაანონსებულზე ადრე, ანუ მიმდინარე სეზონშივე გამოიყენებენ. UEFA-ს ახალი გადაწყვეტილებით, ვიდეორეფერი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან დაინერგება.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში ისრაელს ოვერტაიმში ორი ქულით 71:69 სძლია და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

წლის ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო ჯილდო ლუკა მოდრიჩისაა. მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების წევრს ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ მიერ 2018 წლის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

ბელარუსის ქალაქ გროდნოს საფეხბურთო კლუბმა „ნემანმა“ წლის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მცველი გიორგი ქანთარია დაასახელა. გროდნოელთა ორი ნომერი გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]