სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

სპორტი

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში არგენტინელი გვიდო პელა 6:3, 6:4, 1:6, 7:6 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში პირველად გავიდა.

საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდ „რუსთავს“ უჩა სოსიაშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდა და ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდი უკვე ავარჯიშა.

საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე ტარაგონას „ხიმნასტიკიდან“ კარიერას შვეიცარიულ „ლუცერნში“ გააგრძელებს, სადაც უკვე ირიცხება ასევე „ჯვაროსნების“ წევრი ვაკო გვილია.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში რაზგრადის „ლუდოგორეცმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „ტორპედოს“ და საქართველოს ჩემპიონი გუნდი 4:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ბულგარეთის ჩემპიონმა 5:0 იმარჯვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს,…

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოავლინა. ყველა ამპლუაში საუკეთესოებად „რეალის“ ფეხბურთელები დასახელდნენ, საუკეთესო მოთამაშედ ასევე „რეალის“ წევრი ლუკა მოდრიჩი აღიარეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას UEFA-მ თანასწორობის ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც მონაკოში, „გრიმალდის ცენტრში“ გაიმართა, თავად კაშია „სან ხოსეს“ შემადგენლობაში გასამართი მატჩის გამო არ ესწრებოდა. Equal Game-ის ჯილდო…

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 32 გუნდი მონაკოში, „გრიმალდის ცენტრში“ წესისამებრ რვა ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდა. ტრადიციულად რამდენიმე რთულ ქვეჯგუფში მოხვედრილი გუნდების გარდა, ყველაზე იოლ, თუმცა თითქმის თანაბარი ძალების მქონე გუნდებით…

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) 27-ე ტურში აუტსაიდერმა „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ უხვგოლიან და დრამატულ მატჩში პირველადგილოსანი „დალასი“ 4:3 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ვაკო ყაზაიშვილმა შეიტანა.

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურის მატჩში ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურა“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ევროპის სამ ქალაქში 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის დარჩენილი სამი განმეორებითი შეხვედრა გაიმართა და ცნობილი გახდა ყველა საფეხბურთო კლუბის ვინაობა, რომლებიც უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]