weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიოში პირველი დასასვენებელი პარკი შშმ პირებისთვის ტეხასის შტატში გაიხსნა

14:59 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში დასასვენებელ-გასართობი ატრაქციონების პარკი სახელად Morgan’s Inspiration Island გაიხსნა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც წესი, გასართობი ატრაქციონების პარკები შშმ პირებისთვის არაა განკუთვნილი, მაგრამ სან ანტონიოში არსებული ახალი პარკი ამ მხრივ უნიკალურია - იგი საგანგებოდ მოწყობილია სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დამსვენებელთათვის.

„ჩვენი მიზანია ვიზიტორის მიღების უდიდესი გამოცდილების უზრუნველყოფა ინკლუზიურ, უსაფრთხო, კომფორტულ და არა-ზედმეტად ხალხმრავალ გარემოში. პარკი პირობას დებს, რომ შშმ პირებს მისცემს საშუალებას, ითამაშონ და გაერთონ ბარიერების გარეშე.“ - აცხადებს პარკის დამაარსებელი გორდონ ჰარტმანი, რომელმაც პარკის გახსნამდე ექიმებთან, თერაპევტებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და მომვლელებთან საგანგებოდ იმუშავა.

შშმ პირები, ძირითადად ბავშვები და მათი მშობლები უფასოდ, სპეციალური სამაჯურით შედიან პარკში, სადაც ყველაფერი ეტლით მოსარგებლებისთვისაა განკუთვნილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]