weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კალიფორნიაში მამაკაცმა სახლში შეჭრილი ორი მძარცველი მოკლა

10:34 შაბათი, 24 ივნისი 2017

კალიფორნიის შტატის ქალაქ ბრენტვუდში სახლში შეჭრილი ორი შეიარაღებული მძარცველი სახლის მეპატრონემ ცეცხლსასროლი იარაღით მას შემდეგ მოკლა, რაც მძარცველებმა მამაკაცს იარაღის სეიფის გახსნა მოსთხოვეს.

ბირჩის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი ნაწილობრივ დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ორი მოკლული ახალგაზრდა მძარცველი და შეიარაღებული სახლის მეპატრონე დახვდათ.

„მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და მან ცეცხლი გაუხსნა ორ მძარცველს, როდესაც ისინი მის სახლში შევიდნენ. ინციდენტი ჩვენ განვსაზღვრეთ როგორც სახლში შეჭრა, ამიტომაც ითვლება, რომ საცხოვრებლის მეპატრონემ ორივე მძარცველს ცეცხლი თავდაცვის მიზნით გაუხსნა,“ - განაცხადა ბრენტვუდის პოლიციის განყოფილების (BPD) ლეიტენანტმა უოლტერ ო’გრიდნიკმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]